პოლონეთში დაშავებულ საქართველოს მოქალაქეებს შორის ორი ბავშვია
ავარია პოლონეთის ერთ-ერთ ქალაქში - დაშავდა საქართველოს 4 მოქალაქე, მათ შორის ორი 13 წლის მოზარდი, ხოლო ორი ზრდასრული მამაკაცია, რომლებიც ქვეითად გადაადგილდებოდნენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მანქანა, რომელსაც 90 წლის კაცი მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ტროტუარზე შევარდა და ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევა გუშინ მოხდა.