უდეში მოსალოდნელი მეწყრული პროცესების შესახებ ხელისუფლება ინფორმირებული იყო - რატომ არ იმოქმედეს?
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში მეწყრული პროცესები განვითარდა. ადგილზე გეოლოგები მუშაობენ.
როგორც რადიო თავისუფლებას მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ უთხრა, მეწყრული პროცესები განვითარდა სოფლის ერთ-ერთ უბანთან ("პირდაპირები"), რომელშიც დაახლოებით 20 ოჯახი ცხოვრობს. მერის ინფორმაციით, საცხოვრებლად უვარგისია ერთი საცხოვრებელი სახლი და გასახლება შეიძლება შეეხოს დამატებით ოთხ ან ხუთ ოჯახს.
სოფელში, რომელშიც დაახლოებით 1800 ოჯახი ცხოვრობს, მეწყრული პროცესების შესახებ ხელისუფლება ინფორმირებული იყო.
მეწყრული პროცესების განვითარება ნაწინასწარმეტყველებია "გარემოს ეროვნული სააგენტოს" საინფორმაციო ბიულეტენში, რომელიც 2023 წელში მოსალოდნელ მეწყრულ პროცესებზე წერია.
"პერიოდული აქტიურობით გამოირჩევა სოფელში განვითარებული 2 მეწყრული უბანი. პირველ უბანზე, რომლის ფართობი 15,2 ჰექტარია, გასულ წლებში დააზიანა 120-მდე საცხოვრებელი სახლი, სრულად დაინგრა 9, მათ შორის საავადმყოფოს შენობა. ამჟამად საფრთხის ქვეშაა ხიმინჯებზე დამონტაჟებული გაზსადენის მილი", - წერია დოკუმენტში სოფელ უდეზე.
ამავე ბიულეტენის მიხედვით, მუნიციპალიტეტში არის 16 მეწყრული უბანი, ქვათაცვენის 9 უბანი, ჩამონაშალის 1, გვერდითი ეროზიის 1, ინფრასტრუქტურის 22 ობიექტი და 17 საცხოვრებელი სახლი.
ფოტო: რადიო თავისუფLება