ნარკოტიკებით ვაჭრობის სქემაში არასრულწლოვნებიც არიან ჩართულები - მოქმედებაზე საპატრიარქო გადადის

20.02.24 20:00
ნარკოტიკებით ვაჭრობის სქემაში არასრულწლოვნებიც არიან ჩართულები - მოქმედებაზე საპატრიარქო გადადის

 

 

საპატრიარქო აანონსებს, რომ მოქმედებაზე გადასვლას იწყებს. ცოტა ხნის წინ დასრულდა საგანგებო შეხვედრა კათოლიკოს პატრიარქთან. 18 ეპისკოპოსი ილიამეორეს ნარკომომხმარებელთა რაოდენობის   კატასტროფულ ზრდაზე ესაუბრა. ერთ-ერთი თემა  ნარკოტიკების მომხმარებელთა ასაკის შემცირება და დაწესებული რეგულაციების დარღვევა იყო.  ფაქტია, რომ  ხელისუფლება ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემას ვერ ებრძვის, ამიტომ მოქმედებაზე მღვდელმთავრები გადადიან. 

საპატრიარქოში საგანგებო შეხვედრის პარალელურად ნარკოდილერები მომხმარებლებს მარაგების შევსების შესახებ შეტყობინებებს უგზავნიან. ცნობილი ხდება, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობის სქემაში არასრულწლოვნებიც არიან ჩართულები. მათ ნარკოტიკული საშუალებები დანიშნულების ადგილამდე ველოსიპედით მშობლების დავალებით  მიაქვთ. ნარკომაფიის მასშტაბური სქემის შესახებ კიდევ უფრო მეტად გამაოგნებელი ფაქტები და აღიარება  დღეს  ხელისუფლების წარმომადგენლებიდან მოვისმინეთ. "ქართულ ოცნებაში", პრაქტიკულად, ადასტურებენ რომ სისტემა უმოქმედოა.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები