გზავნილები გადამწყვეტი არჩევნების წინ - საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები წინასაარჩევნო პროცესებში ჩაერთვნენ

20.02.24 20:30
გზავნილები გადამწყვეტი არჩევნების წინ -  საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები წინასაარჩევნო პროცესებში ჩაერთვნენ

 

 

გზავნილები გადამწყვეტი არჩევნების წინ - 9 თვით ადრე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები წინასაარჩევნო პროცესებში უკვე აქტიურად ერთვებიან. ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლები სწავლობენ პოლიტიკურ გარემოს და იმ საფრთხეებს, რამაც შესაძლოა 2024-ის არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.

მესამე სექტორის შემდეგ მძიმე შეხვედრა "ქართული ოცნების" ლიდერებთან გაიმართა. რა მოთხოვნები აქვს დასავლეთს ხელისუფლებასთან - NDI-ის გზავნილები შალვა პაპუაშვილმა დღეს პირადად მოისმინა.

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის არჩევანი დაცული იყოს და გამოირიცხოს ნებისმიერი ჩარევა ხელისუფლების მხრიდან - ამ თემებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები უკვე ოპოზიციასთან საუბრობდნენ. "ოცნება" ყველა ბერკეტს გამოიყენებს ხალხის ხმების მისატაცებლად - ამბობდნენ შეხვედრაზე მისული პოლიტიკოსები, ამიტომ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა მათ ხელთ არსებული მთავარი ბერკეტი გამოიყენონ და წინასაარჩევნო პროცესის გრძელვადიანი მონიტორინგი განახორციელონ. 

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები