არასწორ რეაბილიტაციას შეწირული ისტორიული ტაძარი - ტიმოთესუბნის ეკლესიაში ფრესკები იშლება

20.02.24 20:25
არასწორ რეაბილიტაციას შეწირული ისტორიული ტაძარი - ტიმოთესუბნის ეკლესიაში ფრესკები იშლება

 

 

არასწორ რეაბილიტაციას შეწირული კიდევ ერთი ისტორიული ტაძარი -  ტიმოთესუბნის ეკლესიის სპილენძის სახურავი, რითაც უნიკალური ლორფინის ქვა ჩაანაცვლეს, 350-ჯერ არის დახვერტილი. მე-12 საუკუნით დათარიღებული ფრესკები კედლებიდან იშლება, რადგან მის გასამაგრებლად გამოიყენეს უხარისხო მასალა და არა ისეთი, რაც საერთაშორისო პრაქტიკაშია მიღებული. 

საუკუნოვან  ნაგებობას, ფაქტობრივად, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს. ჩუბინაშვილის სახელობის   ცენტრის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ერთწლიანი რეაბილიტაციის შედეგად ისტორიულ ძეგლს ავთენტური სახე მთლიანად დაუკარგეს. უძველესი ეკლესიის კედლები აუზების დასასუფთავებელი ქიმიური მასალებით დაამუშავეს, რის შედეგადაც ახლა ძეგლი განადგურების ზღვარზეა.

ხელოვნებათმცოდნეებმა განგაშის სიგნალი  უკვე ჩართეს და პასუხისმგებლობას კულტურის მინისტრს აკისრებენ.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები