თავდასხმა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე - მოძალადე დაკავებულია

01.07.21 10:00
თავდასხმა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე - მოძალადე დაკავებულია

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის საქმეზე, მოძალადე გოჩა აფრასიძე დააკავეს. ინფორმაცია პირველებს გომელაურის უწყებაში ოფიციალურად დაუდასტურეს. 

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ძალადობისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე და 154-ე მუხლებით მიმდინარეობს.

წალკაში, სოფელ წინწყაროში ადგილობრივების პრობლემების გასაშუქებლად ჩასულ "პირველების" რეპორტიორ ნინო ელიკაშვილსა და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეს  გამგებლის ბიძა, გოჩა აფრასიძე, ფიზიკურად გაუსწორდა.  

ადგილობრივი ფეოდალი, "პირველების" გადამღებ ჯგუფს ღიად ემუქრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. აღსანიშნავია, რომ ძალადობა გამგებლისა და პოლიციის თვალწინ ხდებოდა. 

მსგავსი სიახლეები