დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლება - დაკავებულია სამი პირი

01.07.21 10:44
დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლება - დაკავებულია სამი პირი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წოდორეთში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილი 3 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 24 600 მ2. საქმეზე დანიშნული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეადგენს 1 267 781 ლარს. გამოძიების დაწყებისთანავე, მყისიერად იქნა დაყადაღებული მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული  მიწის ნაკვეთები,  რომლებიც შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ დაუბრუნდება სახელმწიფოს, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

გამოძიება სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 
 

მსგავსი სიახლეები