გამაოგნებელი ამბავი ქუთაისიდან - 44 წლის წინ "გარდაცვლილი" ჩვილის საფლავი ცარიელია

21.02.24 16:52
გამაოგნებელი ამბავი ქუთაისიდან - 44 წლის წინ "გარდაცვლილი" ჩვილის საფლავი ცარიელია

44 წლის წინ ქუთაისში, ხონელიძის სამშობიაროში მშობელს უთხრეს, რომ მათი ახალშობილი გოგო დაღუპული იყო და სასწრაფოდ დაკრძალვა მოსთხოვეს - განჩინების საფუძველზე 2023 წლის 20 თებერვალს საფლავი გაიხსნა, რომელიც ცარიელი აღმოჩნდა.

ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციის ვეძებ დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში წერს.

44 წლის წინ ქუთაისში ხონელიძის სამშობიაროში დაიბადა გოგონა, რომელიც მეორე დღეს შეუყვანეს დედას, წუთით დაინახა, იყო ქერა და ცისფერთვალა. ამ დროს ექთანი ყვირილით გააგდეს ოთახიდან - ჩვილთან ერთად. რატომ შემოუყვანეთ, ხომ იცოდით რომ ბავშვი არ უნდა ენახაო. დედა გაბრუებული ჰყავდათ, ბუნდოვნად ახსოვს ყველაფერი. მესამე დღეს დაიბარეს მამა და უთხრეს, რომ ბავშვი დაიღუპა. სასახლე მოიტანეთ ღამით და იმ წამსვე დამარხეთო. ასეც მოიქცნენ, გვიან ღამით წამოიღეს დაჭედილი სასახლე და დაკრძალეს. ერთი წელია ვიბრძვით მასალებისთვის. განჩინების საფუძველზე დღეს გაიხსნა საფლავი, სადაც არაფერი არ დაგვხვდა". - წერს თამუნა მუსერიძე.

მსგავსი სიახლეები