ამერიკაში ქართველ ემიგრანტს ეძებენ
ამერიკაში ქართველ ემიგრანტს, კობა ძიგრაშვილს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ჯგუფში "ქართველები ამერიკაში" ვრცელდება.
"ვეძებთ ამ ადამიანს. ბოლოს ბრუკლინიდან ლოგ აილენდზე მიდიოდა ცისფერი "პრიუსით". გთხოვთ, თუ ვინმემ ნახეთ, შემეხმიანეთ. კობა ძიგრაშვილია. 29 საათია ვერ ვუკავშირდებით", - წერს ირმა ადეიშვილი.