მივმართავ "ავერსს" და "ფარმადეპოს", მათი სახელის გამოყენებით ტელეგრამ არხებზე ნარკოტიკების რეალიზაცია ხდება - კილაძე
ჟურნალისტი ელისო კილაძე, რომელიც ნარკორეალიზატორების მხილების სქემას სათავეში ჩაუდგა, "ტვ პირველის" პრიდაპირ ეთერში სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ სააფთიაქო ქსელ "ფარმადეპოსა" და "ავერსის" სახელის გამოყენებით, ტელეგრამ არხებზე ნარკოტიკების რეალიზაცია ხდება.
კილაძის თქმით, სააფთიაქო ქსელები, სწორედ "ტვ პირველის" ეთერიდან გაიგებენ, რომ მათ სახელს ტელეგრამ არხებში რეპუტაციული ზიანი ადგება.
ტელეგრამზე არის რამდენიმე ათეული არხი, სადაც ხდება ნარკოტიკების რეალიზაცია ინტერნეტ ქსელის მეშვეობით და ჩვენს სწორედ ეს ქსელი ვამხილეთ. ახლა მინდა ვისარგებლო პირდაპირი ეთერით და მივმართო სააფთიაქო ქსელ "ფარმადეპოსა" და "ავერსს", მათი სახელებია გამოყენებული ამ ტელეგრამ არხების დასახელებაში. თუ მათ აქამდე არ იცოდნენ, ახლა, ამ ეთერით აგიგებენ და ძალიან დიდ რეპუტაციულ ზიანს იღებს ორივე სააფთიაქო ქსელი და რადგან "ავერსის" და "ფარმადეპოს" სახელის გამოყენებით ხდება ტელეგრამ არხებზე ნარკოტიკების რეალიზაცია", - განაცხადა კილაძემ.