პუტინის რეჟიმმა 22 წლის ჯარისკაცი სამუდამო პატიმრობისთვის გაწირა - გაწერელიას დედის თხოვნას ხელისუფლება დუმილით პასუხობს
ქართველი მებრძოლის დედის თხოვნას ხელისუფლება დუმილით პასუხობს. აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი სახელმწიფოსგან შვილის გადარჩენას ითხოვს. ამ დრომდე ერთი განცხადება არ გაუკეთებია საგარეო საქმეთა სამინიტროს. ხელისუფლების ნაცვლად კი "ხალხის ძალა" ლაპარაკობს. "რა უნდა ვქნათ, სამხედრო ინტერვენციაში არ ჩავერთვებით-" ეს პასუხი მიიღო დღეს დედამ, რომლის შვილსაც რუსულმა სასამართლომ ყველაზე მძიმე განაჩენი გამოუტანა - სამუდამო პატიმრობა.
განაჩენი ოკუპირებული დონეცკის სასამართლომ თითქმის ორ წლიანი ტყვეობის შემდეგ გამოცხადა. გაწერელია პირველი ქართველი ჯარისკაცია, რომელსაც რუსეთში სასჯელის უმაღლესი ზომა შეუფარდეს. დედა ირწმუნება, რომ მისი შვილი სასტიკი წამების მსხვერპლია. 22 წლის ახლაგაზრდა ომი დაწყების დღიდან ფრონტის წინა ხაზზე მარიუპოლში იბრძოდა. იცავდა აზოვის ალყაშემორტმულ ქარხანას. უკრაინული მხარის მოლაპარაკებები გაწერელიას სხვა ტყვეებით გაცვლის შესახებ წარუმატებელი აღმოჩნდა. ახლა ოჯახი დახმარებას ქართული სახელმწიფოსგან ითხოვს.
არსებობს თუ არა შესაძლებლობა რომ ქართველი ჯარისკაცი რუსეთმა უკრაინას გადასცეს? - დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.