ცოლზე ძალადობაში ბრალდებული სპეცრაზმელი თავისუფალია - ხმაურიანი საქმის დეტალები
5 ათას ლარიანი გირაო ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელისთვის. ავთანდილ ბუცხრიკიძე, რომელიც, გამოძიების თქმით, მეუღლეს ყელის გამოჭრით და სახლის გადაწვით ემუქრებოდა, სასამართლო დარბაზიდან გააათავისფლეს. ბრალდებული სპეცრაზმელი ამტკიცებდა, რომ უდანაშაულოა, თუმცა საქმეში დევს პროკურატურის მტკიცებულებები, მათ შორის მუქარის შემცველი შეტყობინებები, თუმცა მოსამართლემ შს სამინისტროს თანამშრომლის დაპატიმრება მიზანშეუწონლად ჩათვალა.
არც დააკავეს და არც სამსახურიდან გაუშვეს. სამართალდამცველი, რომელიც დაზარალებული მეუღლის ჩვენებით, მას ფიზიკურად მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით უსწორდებოდა, თანამდებობაზე რჩება. სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა არ ეთანხმება და გასაჩივრებას აპირებს, რადგან არსებობს რისკი, რომ ბრალდებულმა გამოძიებაზე გავლენა მოახდინოს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სპეცრაზმელს 3 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.