"გარდიანი" კობიაშვილს 2027 წელს უეფას პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატებში მოიაზრებს
ბრიტანული „გარდიანი“ კობიაშვილს 2027 წელს უეფას პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატებში მოიაზრებს.
გამოცემის ცნობით, ევროპული საფეხბურთო ასოციაციების კავშირის (უეფა) პრეზიდენტი, ალექსანდრ ჩეფერინი არ აპირებს, 2027 წელსაც იყაროს კენჭი პრეზიდენტობაზე. სწორედ ამიტომ "გარდიანი" არ გამორიცხავს, რომ ფსონი 2027 წელს შეიძლება „ჩეფერინის ახლო მოკავშირეზე“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტზე, ლევან კობიაშვილზე გაკეთდეს, რომელიც 2023-ში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს. მის გარდა, ჩეფერინის შემცვლელობის კანდიდატებად „გარდიანი“ მოიაზრებს რუმინეთისა და პორტუგალიის ფედერაციების პრეზიდენტებს.