ჩეხეთმა ირანელი ჟურნალისტის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე ამერიკას გადასცა
ჩეხეთმა ირანელი ჟურნალისტის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე ამერიკას გადასცა - ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო იტყობინება, რომ სწორედ ფოლად ომაროვი იყო ჩართული მასიჰ ალი-ნეჯადის მკვლელობის დაგეგმვაში.
გამოძიების ინფორმაციით, ომაროვმა და კრიმინალური დაჯგუფების კიდევ ერთმა წევრმა მკვლელი დაიქირავეს და დავალების შესრულების სანაცვლოდ 30 ათასი დოლარი გადაუხადეს.
"ნიუ-იორკ ტაიმსის" ცნობით, მასიჰ ალინეჯადი ირანში ქალთა უფლებების შეზღუდვის მწვავე კრიტიკოსად არის ცნობილი და მისი მოკვლის გეგმაც სწორედ ირანში ჩაისახა.