მოვითხოვ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ომი - ბერბოკმა ლავროვს მიმართა

22.02.24 10:04
მოვითხოვ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ომი -  ბერბოკმა ლავროვს მიმართა

ანალენა ბერბოკმა რუსეთისგან ომის შეწყვეტა მოითხოვა - დიდი ოცეულის შეკრებაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვს სათქმელი პირისპირ უთხრა.

შოლცის კაბინეტის გავლენიანი მინისტრი ფიქრობს, რომ პუტინის აგრესია უკრაინაში ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ რეგიონული კონფლიქტი.

"თუ აფასებთ ადამიანთა სიცოცხლეს, თუ აფასებთ საკუთარ ხალხს, რუს ბავშვებსა და ახალგაზრდებს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ეს ომი", - უთხრა ბერბოკმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.

მსგავსი სიახლეები