ძარცვის მცდელობა ქუთაისში - აღმაშენებლის ქუჩაზე ველოსიპედების მაღაზია გატეხეს
ძარცვის მცდელობა ქუთაისში - აღმაშენებლის ქუჩაზე ველოსიპედების მაღაზია გატეხეს.
"პირველების" ინფორმაციით, დანაშაულში არასრულწლოვანი ფიგურირებს, რომელმაც კარი ე.წ. ატმეჩკის მეშვეობით გახსნა, შიდა ტერიტორიაზე შეიჭრა, თუმცა სიგნალიზაციის გააქტიურების შემდეგ, გაიქცა.
მძარცველს ადგილიდან თანხა და არც ერთი ნივთი არ წაუღია. მაღაზიის მეპატრონე "პირველებთან" საუბრის დროს აცხადებს, რომ შესაბამისი საგამოძიებო უწყებისთვის არ მიუმართავს.
ტანსაცმელს და რაღაც თანხას ვინახავდით. სავარაუდოდ, იცოდნენ, სადაც იყო თანხა, მაგრამ ვერაფერი ვერ წაიღეს, გავიდნენ ხელცარიელი. სულ 15 წამი მოანდომა არასრულწლოვანმა. შესაბამისი უწყება არ გამომიძახებია. არ დამირეკავს. აზრი არ აქვს, რადგან არასრულწლოვანი იყო", - ამბობს მაღაზიის მეპატრონე.