ამოღებულია 261 ცალი ბრილიანტის თვალი - ოპერაცია სადახლოზე
საბაჟო გამშვებ პუნქტ "სადახლო-საავტომობილოში" მებაჟე ოფიცრების მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამოღებულია 261 ცალი ბრილიანტის თვალი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 18 005,37 ლარი შეადგინა.