სოფელი გლდანში ე.წ. ბარიგების დაკავების სპეცოპერაცია მიმდინარეობს - უახლესი ცნობები (VIDEO)

22.02.24 20:01
სოფელი გლდანში  ე.წ. ბარიგების  დაკავების სპეცოპერაცია მიმდინარეობს - უახლესი ცნობები (VIDEO)

 

 

სოფელი გლდანი, წერეთლის ქუჩა ამ წუთებში სპეცრაზმელების ალყაშია. იქ ე.წ ბარიგების  დაკავების სპეცოპერაცია მიმდინარეობს.  შენობა სოფლის ბოლოში, სავარაუდოდ ერთ ერთი ადგილია, რომელსაც რეალიზატორები, მკვლელი ნარკოტიკის საწყობად იყენებდნენ. პირველების კამერამ ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტების გადაადგილება და სპეც მანქანები გადაიღო. სავარაუდოდ ახლა ნარკოტიკების ამოღების პროცესი მიდის. 

თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი ბათუმი.  ნარკოტიკები სახლში გამოძახების სისტემით- შაბათის ეთერის გამოძიებიდან ხუთ დღეში სპეცოპერაციების მთელი სერია დაიგეგმა. რა შედეგით დასრულდება, უფრო მეტს შს სამინისტროში ხვალ იტყვიან. 

მსგავსი სიახლეები