სადამსჯელო ღონისძიებაა... ცდილობენ, პროცესი გააჭიანურონ და ლაზარე ციხიდან არ გამოუშვან - ლაზარეს დედა
დასკვნითი პროცესის გადადების შემდეგ რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდის, ლაზარე გრიგორიადისის ოჯახს რჩება განცდა, რომ ახალგაზრდა მომიტინგეს სამაგალითოდ სჯიან და პროცესებს განზრახ აჭიანურებენ. ლაზარეს დედა ამბობს, რომ მის შილს სამაგალითოდ სჯიან და ცდილობენ, ციხეშ რაც შეიძლება მეტი დრო გაატარებინონ.
ცდილობენ, რომ ეს პროცესი ისევ გააჭიანურონ, ლაზარე ციხიდან არ გამოუშვან, ეს მათი სადამსჯელო ღონისძიება რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ეს ჩვენი მოსამართლის შვებულებაში გასვლაც დაემთხვა ლაზარეს სასამართლოს, მაგრამ გვითხრეს, რომ 29-ში მნიშვნელოვანი სასამართლო აქვს და აუცილებლად დაესწრება. სავარაუდოდ, ჩვენს სასამართლოსაც ჩაგვინიშნავენ. ლაზარე არის სერჩევითი სამართლის სმხვერპლი და უკვე ლამის 1 წელია, ლაზარე ტყუილად ზის ციხეში და ამით, ალბათ, ხალხზეც რაღაც ზეწოლას ჰგონიათ, რომ ახდენენ, მაგრამ მე მგონია, რომ საპირისპიროს მიიღებენ, - ამბობს გრიგორიადისის დედა.
შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი პროცესი, რომელიც 26 თებერვალს იყო ჩანიშნული, გადაიდო. ამის მიზეზი მოსამართლის შვებულებაში გასვლაა.
ლაზარე გრიგორიადისი მარტის აქციების შემდეგ, ერთი წლის წინ დააკავეს. მას ბრალდების მხარე პოლიციელზე თავდასხმას და სხვისი ქონების განადგურებას ედავება. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.