ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - დაშავებული მართვით სუნთქვაზეა

23.02.24 12:05
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - დაშავებული მართვით სუნთქვაზეა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ქვეითს მანქანა დაეჯახა. 61 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას AJARATIMES.GE ავრცელებს. 

დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ამბობენ, რომ პაციენტი მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

 

მსგავსი სიახლეები