გამიგეთ პატივცემულო მოსამართლე, მეც ნერვები მაქვს, ახალგაზრდობას ვტოვებ ქსანში - შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული

23.02.24 13:44
გამიგეთ პატივცემულო მოსამართლე, მეც ნერვები მაქვს, ახალგაზრდობას ვტოვებ ქსანში - შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული

რაც არის მაქსიმუმი, იმას „დააჩაქუჩებთ“, თქვენ მეუბნებით, რომ პატივი გცეთ?  გამიგეთ პატივცემულო მოსამართლე, მეც ნერვები მაქვს, ახალგაზრდობას ვტოვებ ქსანში - ამ სიტყვებით მიმართა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა არჩილ გაგნიძემ მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილს.

გაგნიძე ითხოვს ერთი მოწმე მაინც მიიყვანონ, რომელიც სასამართლზოე იტყვის, რომ ის, 140-კილოიანი კაცი, როგორ ჩადიოდა ხევში არსებულ დაღმართში.

„140-კილოიანი კაცი რომ ჩადიოდა იმ დაღმართში, ამას რომ იტყვის, ერთი მოწმე მაინც მომიყვანეთ. იმის იმედი არ მაქვს, რომ განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებთ. რაც არის მაქსიმუმი იმას „დააჩაქუჩებთ“, თქვენ მეუბნებით რომ პატივი გცეთ? უნდა გამიგოთ პატივცემულო მოსამართლე, მეც ნერვები მაქვს და ახალგაზრდობას ვტოვებ ქსანში“, - განაცხადა გაგნიძემ.

ცნობისთვის, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანსა და არჩილ გაგნიძეს, ოქროს მოწმის გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ ჯგუფურ ძალადობაშიც.

ამავე ეპიზოდზე "ქემრის" 3 მგზავრი უკვე მსჯავრდებულია და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარია, მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობდა.

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 19 ივ­ნისს მი­მარ­თა. 4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 17 პირი, მათ­გან 6 არას­რულ­წლო­ვა­ნია.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე „ტო­ი­ო­ტა ქამ­რის“ მგზავ­რე­ბის - 5 პი­რის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­ი­წყო, რაც გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ბრა­ლი ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვანს, არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილს, არას­რულ­წლოვ­ნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს და­უმ­ძიმ­დათ.

 

მსგავსი სიახლეები