მამწარებდა, მემუქრებოდა, რომ მის გვერდით ვყოფილიყავი - პირველი ინტერვიუ ქალთან, რომელსაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებდნენ

23.02.24 15:29
მამწარებდა, მემუქრებოდა, რომ მის გვერდით ვყოფილიყავი - პირველი ინტერვიუ ქალთან, რომელსაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებდნენ

პირველი ინტერვიუ ქალთან, რომელსაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებდნენ. ახალგაზრდა ქალი დეტალურად იხსენებს, როგორ აცხოვრებდა ყოფილი მეგობარი მამაკაცი ფსიქოლოგიურ ტერორში.

"პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ქალი ამბობს, რომ ნიგერიის მოქალაქეე მამაკაცმა დაშორების შემდეგ ინტიმურიი შინაარსის მასალით შანტაჟი დაუწყო  და კადრები მის ოჯახის წევრებს გაუგზავნა.
 

მემუქრებოდა, რომ გაუგზავნიდა ჩემს ახლობლებს ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოებს და ასევე ფოტოსურათებს. მისი ტელეფონის ამოღების შემდეგ იმდენი ვიდეო და ფოტოსურათი იყო, რაზეც წარმოდგენა არ მქონდა. დაშორების მერე მთელი ორი-სამი თვე ასე მამწარებდა, მემუქრებოდა, მაშანტაჟებდა და ამით მაიძულებდა, რომ გავჩერებულიყავი მის გვერდით. ფეიქ აქაუნთებიდან მწერდა ან სწერდა ჩემს დას. შეუძლებელია, რომ ეს ვიდეოები მის გარდა სხვა ვინმეს ჰქონდეს, - ამბობს ახალგაზრდა ქალი. 

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, თბილისში მცხოვრები 1995 წელს დაბადებული ნიგერიის მოქალაქეა დაკავებული. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრები დაზარალებული გოგო გაცნობის გვერდის საშუალებით, ნიგერიის მოქალაქეს დაუახლოვდა და ინტიმური ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, რა დროსაც დაზარალებული თავისი შიშველი სხეულის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას ბრალდებულს ნებაყოფლობით უგზავნიდა.

მსგავსი სიახლეები