მამის მკვლელობისთვის დაკავებული რამდენჯერმეა ნასამართლევი - პოლიციაში, საქმის ოქროს მოწმე, 12 წლის გოგო იკითხება

23.02.24 17:08
მამის მკვლელობისთვის დაკავებული რამდენჯერმეა ნასამართლევი - პოლიციაში, საქმის ოქროს მოწმე, 12 წლის გოგო იკითხება

რატომ გაიმეტა შვილმა მამა მოსაკლავად? ამ დრომდე პოლიცია 12 წლის გოგოს კითხავს. უკვე რამდენიმე საათია, მძიმე დანაშაულის ოქროს მოწმე დეტალურად იხსენებს საბედისწერო ღამეს. სკოლის მოსწავლე ერთადერთია, რომელიც დანაშაულს შეესწრო და დაინახა, როგორ ჩაარტყა მისმა ძმამ მამას დანა.  

გლდანში მომხდარი მკვლელობის შესახებ "პირველებმა" ახალი გარემოებები გაარკვია - ადგილობრივები ამბობენ, რომ მამის მკვლელობისთვის დაკავებული 28 წლის კაცი რამდენჯერმე ნასამართლევია.

სულ დაჭერილი იყო. ვიცი რომ რამდენჯერმეა ნასამართლევი. რომ გამოვიდა საწყალ მამამისს უხაროდა, ჩემი შვილი გამოვიდა ციხიდანო. სულ სახლშ იყო ეგ ბავშვი, არ გამოდიოდა. რის გამო იყო დაკავებული ადრე, რა ბრალდებით არ ვიცი. დედაც კარგი ჰყავს მაგ ბავშვს, დაც და მამაც კარგი ჰყავდა", - ამბობენ მეზობლები.

ამ დრომდე გლდანში ექსპერტ-კრიმინალისტები რჩებიან, დაკავებული მამაკაცი კი ბრალის წარდგენას ელოდება.

49 წლის გელა გამხიტაშვილის ცხედარი პროზექტურაშია. ის ჯერ საცხოვრებელ სახლში არ გადაუსვენებიათ.

მკვლელობა გლდანში - შვილმა მამა 12 წლის შვილის, მისი დის თანდასწრებით გაიმეტა სასიკვდილოდ.  სწორედ დანაშაულის თვითმხილველმა  მოზარდმა დარეკა 112-ში მომხდარი დანაშაულის შესახებ.

ამის შემდეგ სამართალდამცველები ადგილზე მივიდნენ, სადაც 28 წლის მამაკაცს ადგილზევე დაადეს ხელბვორკილები. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

 


 

მსგავსი სიახლეები