მამის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს - შსს განცხადებას ავრცელებს

23.02.24 18:21
მამის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს - შსს განცხადებას ავრცელებს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კონფლიქტის ნიადაგზე საკუთარ მამას ცივი იარაღი გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დანაშაული სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას ვადით 16-წლიდან 20-წლამდე გულისხმობს.

პოლიციამ რ.გ. ბრალდებულის სახით შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები