საზარელი მკვლელობა გლდანში - შვილმა მამა 12 წლის დის თვალწინ სამზარეულოს დანით მოკლა

23.02.24 20:20
საზარელი მკვლელობა გლდანში - შვილმა მამა 12 წლის დის თვალწინ სამზარეულოს დანით მოკლა

 

 

შვილმა მამა დანით დის თანდასწრებით მოკლა. დანით შეირაღებული ეზოში გაიქცა, რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა და სახლში ელოდებოდა სამართალდამცველების მისვლას. პოლიციას დანაშაულის შესახებ მკვლელობის 12 წლის მოზარდმა შეატყობინა. შემზარავი ფაქტი გლდანში მოხდა. მეზობლების დანაშაულის ერთადერთ მოტივად დაკავებული კაცის ფსიქიკურ პრობლემებს ასახებენ.

კაცს, რომელსაც შვილმა ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, სისხლისგან დაიცალა. ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მამის მკვლელობისთვის კი 28 წლის კაცი დაკავებულია. "პირველების" ინფორმაციით, ის წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევია.

გამოძიებას უკვე მისცა ჩვენება ერთადერთმა თვითმხილველმა, 12 წლის გოგომ, რომლის თვალწინაც ძმამ მამა მოკლა.

მსგავსი სიახლეები