სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორების წინაააღმდეგ - დაკავებული 24 წლის ქალი დიდ მხილებას აანონსებს
ნარკოტიკების გასაღებისთვის დაკავებული 24 წლის ქალი დიდ მხილებას აანონსებს. ბრალდებული, რომლის კვალზეც გამოძიება ე.წ დამდების საშუალებით გავიდა, ამბობს, რომ იტყვის ყველას სახელს და გვარს, ვისაც ქვეყანაში მკვლელი ნარკოტიკები შემოაქვთ. ორი შვილის დედა 100-მდე დაკავებულს შორის ერთ-ერთია, რომლებსაც კრიმინალურმა პოლიციამ ხელბორკილები ბოლო რამდენიმე დღეში დაადო. ბრალდებულთა შორის კიდევ 10-მდე ქალია.
ირკვევა, რომ გამოძიება რეალიზატორების კვალზე ე.წ დამდებების საშუალებით გავიდა. სქემა ასეთია: ჯერ აკავებენ დამდებებს, რომლებიც გამოძიებასთან თანამშრომლობენ, სასჯელის შემსუბუქების პირობის მიღების შემდეგ კი ისინი ჩვენებებს გამსაღებლების წინააღმდეგ აძლევენ.
სამართალდამცველებმა ივთმტკიცებად სხვადასხვა ლოკაციებიდან ამოიღეს დიდი რაოდენობით ჰეროინი, კოკაინი, ალფა-პვპ და სხვა ნარკოტიკული საშუალებები. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დღეს, ფაქტობრივად, აღიარა, რომ ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებები ინტერნეტ სივრცეში უკონტროლოდ იყიდება.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.