შანტაჟი და მუქარა პირადი ცხოვრების კადრებით - როგორ იაძულებდა ნიგერიის მოქალაქე ქართველ ქალს მასთან ურთიერთობას

23.02.24 20:30
შანტაჟი და მუქარა პირადი ცხოვრების კადრებით - როგორ იაძულებდა ნიგერიის მოქალაქე ქართველ ქალს მასთან ურთიერთობას

 

 

შანტაჟი და მუქარა პირადი ცხოვრების კადრებით - დაზარალებულია საქართველოს მოქალაქე ქალი, რომელსაც მისი ყოფილი პარტნიორი, ნიგერიის მოქალაქე ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ აცხოვრებდა. ის პირველ ინტერვიუს "პირველებს" აძლევს და დეტალურად ყვება, რა გზით აიძულებდა მამაკაცი 
ურთიერთობის გაგრძელებას. ქალის შანტაჟისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე კაცი იმ ინტიმურ ფოტო და ვიდეომასალას იყენებდა, რომელსაც ურთიერთობის პერიოდში მას პარტნიორი საკუთარი სურვილით უგზავნიდა.

პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა.  ამის შემდეგ ქალმა გადაწყვიტა,რომ ყველაფერი სამართალდამცველებისთვის მოეყოლა. სწორედ მისი ჩვენების საფუძველზე დაადეს ხელბორკილები ნიგერიის 29 წლის მოქალაქეს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში კაცის წინააღმდეგ მტკიცებულებებად დევს მისი მობილურიდან ამოღებული პარტნიორის შიშველი სხეულის ამსახველი  ფოტოები და მიმოწერები ქალთან.

ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები