ლაზარეს დევნა სასამართლოს სახელით - რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდის პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო

23.02.24 21:14
ლაზარეს დევნა სასამართლოს სახელით - რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდის პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო

 

 

ლაზარეს დევნა სასამართლოს სახელით - დაკავებული ახალგაზრდა აქტივისტის მოსამართლე შვებულებაში გავიდა და განაჩენის გამოცხადება უვადოდ გადადო. არსებობს ეჭვი, რომ პროცესი ხელოვნურად  ჭიანურდება, რადგან ოჯახმა რაც შეიძლება გვიან მიმართოს პრეზიდენტს ლაზარეს შეწყალების შესახებ. წესით, მხარეებს საბოლოო სიტყვით 26 თებერვალს უნდა ესარგებლათ, თუმცა ახლა გაუგებარია, როდის ჩაინიშნება დასკვნითი პროცესი.

ლაზარეს უფლებები იზღუდება - ამბობენ აქტივისტები, რომლებიც დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდა ბიჭის სამგალითოდ დასჯის სპეცოპერაციას ახლა უკვე მოსამართლის ხელით აგრძელებს.

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები