გორის რესტორანში ლიფტი ჩავარდა - დაშავებულია ერთი ადამიანი

23.02.24 19:19
გორის რესტორანში ლიფტი ჩავარდა - დაშავებულია ერთი ადამიანი

გორის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ლიფტი ჩავარდა. დაშავდა ერთი ადამიანი. ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს. 

გორის პროკურატურამ, შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით, ბრალი მშენებელ-ინჟინერს წაუყენა. ადვოკატ ვაჟა სუხიტაშვილის განცხადებით, შემთხვევა სპორტკაფეში მოხდა.

გორის პროკურორმა ლიფტის მშენებელს ბრალი დღეს წაუყენა. ადვოკატმა საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოითხოვა.

პროკურორსა და ბრალდებულს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. მშენებელს ბიუჯეტის სასარგებლოდ 2 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

მსგავსი სიახლეები