კობახიძესა და მედიკოსებს შორის შეხვედრა დასრულებულია - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?
საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მედიკოსებს შორის შეხვედრა დასრულებულია - ექიმებმა ირაკლი კობახიძეს გააცნეს საკუთარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა დაანგრიოს მთავრობამ დედაქალაქის მთავარი საავადმყოფო.
დღეს კობახიძემ მოლაპარაკებები 7 ექიმთან აწარმოა და გადაწყდა, რომ საჭიროა, გაგრძელდეს კონსულტაციები, რისთვისაც მომდევნო შეხვედრა ხვალ, 16:00 საათზე დააანონსეს.
თეთრხალათიანები "პირველებთან" აცხადებენ, რომ შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრის წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ, თუმცა პრემიერმა მედიკოსების არგუმენტები სიღრმისეულად მოისმინა.
ძირითადად პრემიერმა მოისმინა ჩვენგან ინფორმაცია. მისგან კითხვები იყო. აშკარად დავინახეთ მისგან გულწრფელი სურვილი, რომ სიტუაციაში ღრმად გარკვეულიყო. პრემიერს ჩვენი ვარიანტებიც გავაცანით, როგორ შეიძლება იქ სხვადასხვა შენობის მშენებლობა, თუ გადაწყდება ასე. ჩვენ ვთვლით, რომ ეს პროდუქტიული შეხვედრა იყო. დემონტაჟზე არ იყო გადაწყვეტილი საუბარი. ჩვენ დავუსაბუთეთ, რომ ნაადრევად და დაუსაბუთებლად არის მიღებული გადაწყვეტილება. იქ არანაირი კატეგორიულობა არ იყო. ყველაფერში გაერკვევა. მოსაზრება არ გაუზიარებია, მაგრამ ყურადღებით მოგვისმინა. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ კლინიკამ გააგრძელოს მუშაობა. ამაზე არ თქმულა, რომ ეს შეუძლებელია. ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდეთ", - ამბობს მედიკოსი.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.