"ლაზარეს 12 მსაჯული" - გრიგორიადისის პროცესის რეალურ მასალებზე შექმნილი ფილმის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება
"ლაზარეს 12 მსაჯული" - ასე ეწოდება ფილმს, რომლის პრეზენტაციაც ხვალ გაიმართება. ფილმის ანონსი აქცია-პერფორმანსით საზოგადოებას ევროპულმა საქართველომ უჩვენა.
რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტის შესახებ მომზადებული ფილმის ფრაგმენტები გვიან ღამით საქართველოს პარლამენტის ფასადს მიანათეს. ფილმი თავისუფლების ინსტიტუტის და ევროპული საქართველოს მიერ არის მომზადებული, რომელიც ლაზარე გრიგორიადისის პროცესის რეალურ მასალებზე დაყრდნობით შეიქმნა.