რუსული სანქცირებული ბანკიდან გადმორიცხული რუბლები - დაემუქრება თუ არა სანქციები ქართულ საბანკო სისტემას?

24.02.24 13:10
რუსული სანქცირებული ბანკიდან გადმორიცხული რუბლები - დაემუქრება თუ არა სანქციები ქართულ საბანკო სისტემას?

 

დაემუქრება თუ არა სანქციები ქართულ საბანკო სისტემას? როგორ გადმოირიცხა რუსული სანქცირებული ბანკიდან საქართველოში რუბლები? არის ეს რუსული პროვოკაცია თუ სანქციებისგან თავის არიდების აპრობირებული მეთოდი? ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ფინანსურ ტრანზაქციებზე კონტროლის გამკაცრებაა საჭირო.

ეკონომიკის ექსპერტები "პირველებთან" განმარტავენ, რომ "სბერბანკი" უკვე დაახლოებით ერთი წელია სანქცირებულია და ის გათიშულია საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების სისტემიდან, შესაბამისად, წარმოუდგენელია, რომ ბანკმა პირდაპირი გადარიცხვები შეძლოს, თუმცა ეკონომისტი ნიკა შენგელია ამბობს, რომ ამ ჩიხიდან გვერდის ავლის გზა არსებობს.

"სბერბანკის" განცხადება, რომ სვიფტის სისტემით საქართველოში შეუძლიათ საქართველოში თანხის გადმორიცხვა, ეს ცალსახად არ ნიშნავს, რომ საქართველოს რომელიმე ლიცენზირებულ ბანკს მასთან აქვს რაიმე პირდაპირი საკორესპოდენტო ანგარიშები გახსნილი. ეს ჩვეულებრივ ხდება აზიური ბანკებიდან, ანუ "სბერბანკს" რომელიმე ჩინურ კომერციულ ბანკებში, ან ინდოეთის ან ნებისმიერ აზიურ ბანკებში გახსნილი აქვს საკორესპოდენტო ანგარიში და იქიდან ახერხებს. არის სხვა გზაც, თუ იმათმაც არ გაუხსნეს სანქცირებულ ბანკს სანქცირებული ანგარიშები, ასეთ შემთხვევაში ბანკები მიმართავენ დიდ სატრასტო კომპანიებს, ფონდებს, მათთან აქვთ ხელშეკრულება და მათი საშულებით ირიცხება, მაგრამ თუ დადასტურდა ის ფაქტი, რომ საქართველოს საბანკო სისტემა ერთი რაიმე შუამავლით დაკავშირებულია "სბერბანკთან", მაშინ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იმ ბანკს გარკევული სანქციები დაემუქრება", - ამბობს ეკონომისტი ნიკა შენგელია.

რუსი ბლოგერები ამტკიცებენ, რომ უკრაინის ომის გამო, შავ სიაში შეყვანილი "სბერბანკიდან" თანხებს თბილისში შეუფერხებლად რიცხავენ. ეს ფაქტი უკვე გახდა განხილვის საგანი. ეროვნული ბანკი საბანკო სისტემას დამატებითი მექანიზმების ამოქმედებისკენ მოუწოდებს და საქმეს სწავლობს.

მსგავსი სიახლეები