"დაიწყეთ "გერას" საქმიანობის შესწავლა" - კობალაძემ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

24.02.24 13:24
"დაიწყეთ "გერას" საქმიანობის შესწავლა" - კობალაძემ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

გიგა კობალაძემ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა - საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე კონკურენტი კომპანია "გერას" საქმიანობის შესწავლას ითხოვს.

კობალაძემ განცხადებას თან დაურთო დოკუმენტები, სადაც ასახულია ანგარიშები, უკანონო ტრანზაქციები და "გერას" ანგარიშზე რუსეთიდან დიდი რაოდენობით თანხის გადმორიცხვები, ამიტომ იგი საგამოძიებო უწყებას მოუწოდებს, შეისწავლოს, თუ რას ხმარდებოდა ფული და ჰქონდა თუ არა ადგილი თანხის გათეთრებას.

ეს არის ანგარიშები, სადაც პირდაპირ ჩანს "გერაში" გადმორიცხული თანხის ოდენობა, დრო, პერიოდი და ა.შ. ეს არის წერილი, რომლითაც რუსეთის ორგანიზაცია ითხოვს დახმარებას სანქციებისგან თავის არიდებაში და პარტნიორად ასახელებს ქართულ ორგანიზაცია "გერას". სხვა მტკიცებულებები იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ადგილი აქვს მტრული სახელმწიფოდან უკანონოდ რამდენიმე მილიონი დოლარის გადმორიცხვას. მე ვფიქრობ, რომ მტკიცებულებები იძლევა იმის საშუალებას, რომ ამაზე დაიწყოს სისხლის სამართლებრივი გამოძიება და შესწავლილი იქნას ყველა ის ფაქტი, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ და დამატებითი ფაქტები, რომლებსაც თავად მოიძიებს სამართლებრივი ორგანო", - თქვა კობალაძემ.

გიგა კობალაძე "გერას" საქმიანობის შესწავლას უკავშირებს ფინანსური პოლიციის შესვლას საავტორო უფლებათა ასოციაციის ოფისში და მისი საქმიანობით დაინტერესებას. ცნობისთვის, იგი წლებია სწავლობს რუსული ორგანიზაციის საქმიანობას, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ ზეპირსიტყვიერად აქვეყნებდა წარმოებულ კვლევებს. 

მსგავსი სიახლეები