ადიგენის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს - სოფელ უდეში მეწყრული პროცესებია გააქტიურებული
ადიგენის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს - სოფელ უდეში მეწყრული პროცესებია გააქტიურებული.
არსებული ცნობებით, სხვადასხვა დროს მეწყრის გამო ასზე მეტი სახლი დაზიანდა, რამდენიმე კი დაინგრა. გარემოს ეროვნული სააგენტო მომზადებულ ბიულეტენში წერს, რომ მეწყრული პროცესების გამო საფრთხე გაზსადენსაც ემუქრება, თუმცა გეოლოგები ამბობენ, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა დღემდე არავის დაუწყია.
ეს არ არის ისეთი პროცესი, რომელიც გუშინ ან გუშინწინ დაიწყო. რეალურად საფრთხე იყო და სამწუხაროდ, ბევრი ასეთი შემთხვევა და ლოკაციაა საქართველოში, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს და მათი სიცოცხლისთვის საშიშია. ხელშემწყობი პირობების შემთხვევაში, როგორიც არის წვიმა, მიწისძვრა ან სხვა ბუნებრივი მოვლენები, ასეთი ტერიტორიები ხდება სახიფათო ადამიანებისთვის", - ამბობს გეოლოგი, თეა გოდოლაძე.