"ნოდარ მელაძის შაბათმა" ნარკორეალიზატორების შიდა ქსელში შეაღწია (ანონსი)

24.02.24 14:45
"ნოდარ მელაძის შაბათმა" ნარკორეალიზატორების შიდა ქსელში შეაღწია (ანონსი)

 

 

"ნოდარ მელაძის შაბათის ეთერმა" ნარკორეალიზატორების შიდა ქსელში შეაღწია - 8 სააათზე, მხოლოდ "ტვ პირველის" ეთერში, კადრები და ფაქტები.

დღეს საღამოს, თქვენ მოისმენთ და ნახავთ, როგორ დააყენეს სიკვდილის გზაზე ქართველი ახალგაზრდები რუსმა რეალიზატორებმა

"შაბათის ეთერმა" და გამომძებველმა ჟურნალისტმა მარიამ გაფრინდაშვილმა მკვლელი ნარკოტიკების დამტარებლების ახალი მონაცემები მოიპოვა.

ირკვევა, რომ სიკვდილის გაყიდვის სქემაში ჩართულები ჰყავთ: პიანსტი, სანტექნიკოსი, სტუდენტი, პენსიონერი.

რუსულმა ნარკომაფიამ საქართველოში მკვლელ ნარკოტიკზე ათასობით ახალგაზრდა შესვა. ფსიქიატრიულებში და ნარკოლოგიურებში პაციენტების მიღებას ვერ აუდიან.

პირველად, დღეს "ნოდარ მელაძის შაბათში" კაცი, ვინც ნარკოტიკებს დაატარებდა და დედა, რომელსაც 25 წლის შვილი თვალწინ უკვდება.

ვინ მფარველობს რუსი რეალიზატორების სქემას, რომელსაც პოლიციამ ვერაფერი მოუხერხა -  270 პირის დაკავების მიუხედავად, ნარკოტიკი ისევ თავისუფლად იყიდება.

დღეს საღამოს, 8 საათზე ნახეთ, "მელაძის შაბათის" გუნდის დიდი გამოძიება.

მსგავსი სიახლეები