IPOA-ს ავტორთა საბჭო საქართველოს ხელოვანების სახელით კობალაძის შეტანილ განცხადებას ეხმაურება

24.02.24 21:00
IPOA-ს ავტორთა საბჭო საქართველოს ხელოვანების სახელით კობალაძის შეტანილ  განცხადებას  ეხმაურება

IPOA-ს ავტორთა საბჭო საქართველოს ხელოვანების სახელით კობალაძის შეტანილ  განცხადებას  ეხმაურება -  განცხადების მიხედვით, საქართველოს ხელოვანები საქმის გამოძიებისა და მათი კუთვნილი ჰონორარების დაბრუნების მოთხოვნით პროკურატურისთვის კიდევ ერთ საჩივარს ამზადებენ, სადაც 500-ზე მეტი ავტორ-შემსრულებელი კუთვნილი ჰონორარების დაბრუნებას ითხოვს.

tvpirveli.ge IPOA-ს ავტორთა საბჭოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოთხოვნით საავტორო ასოციაცია GCA-ის ანგარიშები დაყადაღებულია და მიმდინარეობს გამოძიება დიდი ოდენობით ავტორთა ჰონორარების მითხვისების და გაფლანგვის საქმეზე. როგორც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი - გამოძიება კობალაძეს ავტორთა ჰონორარების გაფლანგვა-მითვისებას ედავება. საქართველოს ხელოვანები კი, საქმის გამოძიებისა და მათი კუთვნილი ჰონორარების დაბრუნების მოთხოვნით პროკურატურისთვის კიდევ ერთ საჩივარს ამზადებენ, სადაც 500-ზე მეტი ავტორ-შემსრულებელი კუთვნილი ჰონორარების დაბრუნებას ითხოვს. 

მოვლენების განვითარება ადასტურებს, რომ  კობალაძე ცდილობს ავტორების ჰონორარების მითვისების ფაქტზე  პასუხისმგებლობა აირიდოს და ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანოს. 

მას შემდეგ, რაც GCA-ის ქონება და ანგარიშები დაყადაღდა, რაც დასაბუთებული ვარაუდით გამოძიებისთვის არსებითი მნიშვნელობის იყო, მან პროკურატურაში განცხადება შეიტანა, სადაც ითხოვს,  “გერას” შემოწმებას და რუსეთიდან დარიცხული თანხების შესწავლას. 

კობალაძე ცდილობს მორალური და სამართლებრივი პასუხისმგელობის თავიდან აცილების მიზნით კვლავ შეცდომაში შეიყვანოს გამოძიება და საზოგადოება. სად იყო ამდენი წელი ბატონი კობალაძე, თუ ასეთი  “მტკიცებულებები “ ჰქონდა ხელში ან რატომ არ მიმართა აქამდე პროკურატურას? 
ნათელია, რომ  გამოძიების დაწყების შემდგომ  შეშინდა და ახლა ყველანაირად ცდილობს, ტყუილებითა და ცრუ ბრალდებებით თავის გადარჩენას. 

არაერთხელ თქმულა და კვლავ ვიმეორებთ,  არ ვაპირებთ ჩვენი,  ქართველი ხელოვანების ჰონორარები ოკუპანტ ქვეყანას დავუტოვოთ. დიახ, სწორედ ამიტომ აუცილებელია რუსეთის ასოციაციამ ჩარიცხოს ჩვენი კუთვნილი თანხა და არ დაიტოვოს ბოროტი მიზნებისთვის. იმავეს აკეთებდა თავის დროზე გიგა კობალაძე, თუმცა ის  მალულად,  შავი ფულის სახით  პირადად იღებდა ავტორების ჰონორარებს, ხოლო რუსეთს არადამაჯარებელად მაღალ ჰონორარებს ურიცხავდა. შვიდჯერ მეტს ვიდრე რუსეთიდან იღებდა. ეს დასტურდება მისი ოფიციალურად გამოწვეყნებული ანგარიშებითა და კობალაძის განცხადბებით.

კობალაძე გასამართლდება და ყველა შეიტყობს მისი დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ. ვაცხადებთ, რომ გიგა კობალაძე, თავისი კორუფციული წარსულით, გაფლანგული ავტორების ჰონორარებითა და  უსამართლო მმართველობით, დარჩა სრულიად მარტო. მეორე მხარეს, კი ვდგავართ  საქართველოს ხელოვანები , “GERA”-ს, "GCA”-ს , “GNRA"-ის ავტორები , რომლებიც უკვე, ახალ პლატფორმაზე "IPOA”-ზე ვართ გაერთიანებულები. 
ასე, რომ რაც არ უნდა მოიგონოს კობალაძემ, სადაც არ უნდა იჩივლოს, ჭეშმარიტება ერთია და სამართალი გაიმარჯვებს.

და ბოლოს, განსხვავებით GCA-ისგან, რომელსაც კობალაძე ერთპიროვნულას მართავდა - IPOA-ს მმართველ რგოლში ჩვენ თავად ვართ ავტორები - ავტორთა საბჭოს სახით და სწორედ ეს არის IPOA-ს მიერ ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების გამჭვირვალე"- წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები