"უცხო ზარი რომ რეკავს, ველოდები, რომ ჩემი შვილი მოკვდა" - ნარკომომხმარებლის დედის უმძიმესი ინტერვიუ (ვიდეო)
როგორ დააყენეს სიკვდილის გზაზე ქართველი ახალგაზრდები რეალიზატორებმა? - "შაბათის ეთერმა" 23 წლის სტუდენტის დედასთან უმძიმესი ინტერვიუ ჩაწერა.
საუბარია ბიჭზე რომელიც ერთ-ერთ ცნობილ უნივერსიტეტში წარმატებული სტუდენტი იყო, დრო მის ცხოვრებაში ერთი წლის წინ გაჩერდა, როდესაც ნარკოტიკების ონლაინ შავ ბაზარზე ერთ-ერთი ნივთიერება გასართობად იყიდა და მასზე მომენტალურად დამოკიდებული გახდა.
ახლა აღარც სტუდენტი არის და აღარც სამსახური აქვს. დღეების განმავლობაში სახლში არ მიდის, ოჯახი სრულ სასოწარკვეთილებაშია დედა კარდაკარ დადის, თუმცა შვილის გადასარჩენად ვერაფერს აკეთებს.