საბჭოთა ოკუპაციის დღიდან 103 წელი გავიდა

25.02.24 10:07
საბჭოთა ოკუპაციის დღიდან 103 წელი გავიდა

ტრაგიკული დღე საქართველოს ისტორიაში - საბჭოთა ოკუპაციის დღიდან 103 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის დანაყოფებმა თბილისი აიღეს და ქვეყანაში კომუნისტური მმართველობა დამყარდა, ჩამოყალიბდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. თავისუფლებისათვის ბრძოლას კოჯორსა და ტაბახმელის მისადგომებთან არაერთი იუნკერი შეეწირა.

25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ 70  წელი გასტანა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის 25 თებერვალს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.

მსგავსი სიახლეები