სასამართლოში მამის მკვლელობისთვის დაკავებულის პროცესი იწყება - რეზი გამხიტაშვილი დანაშაულს არ აღიარებს

25.02.24 11:57
სასამართლოში მამის მკვლელობისთვის დაკავებულის პროცესი იწყება - რეზი გამხიტაშვილი დანაშაულს არ აღიარებს

მამის მკვლელობისთვის დაკავებული 25 წლის ახალგაზრდა იზოლატორიდან სასამართლოში მიიყვანეს. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი იწყება. მოსამართლემ აღკვეთ ღონსიძიებაზე უნდა იმსჯელოს. ბრალდებული ახლა დუმილის უფლებას იყენებს. 

ცნობილია, რომ ადვოკატი პროცესზე დაკავებულის გათავისუფლებას 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მოითხოვს. ბრალდებულიც და მისი ინტერესები დამცველიც ამტკიცებენ, რომ რეზი გამხიტაშვილს დანაშაული არ ჩაუდენია. 

იგი ამ ბრალდებაში თავს არ ცნობს დამნაშავედ და იყენებს დუმილის უფლებას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დაერღვა დაცვის უფლება დაკავების მომენტში. მოწმის სახით მოხდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის გადაყვანა მაშინ, როდესაც პიროვნება რეალურად იყო დაკავებული და შეზღუდული ჰქონდა გადაადგილების უფლება. ამ შემთხვევაში მისი მხრიდან მოხდა ჩვენების მიცემა, ვერ მოგახსენებთ, კონკრეტულად რა ჩვენება მიაწოდა ადვოკატის გარეშე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა და სანამ ჩენებას მიაწოდებდა, გახორციელდა მისი ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა. საქმეში ამოღებულია დანა, მაგრამ ვის ეკუთვნოდა, ეს ჯერჯერობით დასადგენია  - ამბობს ადვოკატი. 

ბრალდებული კაცის ოჯახის წევრები, პრაქტიკულად, აღიარებენ, რომ დანაშაული სწორედ 25 წლის კაცმა ჩაიდინა. ამის მიუხედავად, ოჯახი ირწმუნება, რომ რეზი გამხიტაშვილს მამის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და ეს შემთხვევითობა იყო. მათი თქმით, კონფლიქტი მამა-შვილს შორის ყოფით ნიადაგზე მოხდა. 

მამა-შვილს მოუვიდათ კონფლიქტი ამაზე, რომ უბრალოდ, დაგვეხმარე, იმუშავე და ამ ბავშვმა თქვა, რომ მე ვერ ვიმუშავებ და არ შემიძლია. სამზარეულოში იყო ბავში დილით, ტრიალებდა, მამას რომ ეძინა, ის ყავას სვამდა, დედა წავიდა სამსახურში. ამ დროს რა მოხდა უკვე არარ ვიცით, მაგრამ ბავშვს დანა ეჭირა. ჩვენ ასე ვფიქრობთ, რომ პურს ჭრიდა ან რაღაცისთვის უნდა გამოეყენებინა სამზარეულოში. მასმ აქვს ჭრილობა მკლავზე, ხელშია დაჭრილი. ხელზე აქვს ნაკაწრი, მაგრამ პირდაპირ არტერიაზე შემთხვევით მოხვდა. ბავში გუშინ ორჯერ ცუდად გაგვიხდა, სასწრაფო გვყავდა, შოკშია, სულ ტირის, - ამბოლბს ოაჯხის წევრი. 

შეგახსენებთ, რომ გლდანში შვილმა მამა სამზარეულოს დანით მოკლა. 49 წლის კაცი სისხლისგან დაიცალა და ადგილზე გარდაიცვალა. უმძიმეს ამბავს ერთადერთი მოწმე ჰყავს -  მოკლულის უმცროსი შვილი, არასწრულოვანი ბავშვი.

მსგავსი სიახლეები