რესპუბლიკური საავადმყოფო მუშაობას განაგრძობს - მედიკოსები გამარჯვებას ზეიმობენ
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები გამარჯვებას ზეიმობენ. ქალაქის ყველაზე დიდი კლინიკის ნგრევა "ქართულმა ოცნებამ" მედიკოსების პროტესტის გამო გადაიფიქრა. უწყვეტმა აქციებმა შედეგი ამჯერადაც გამოიღო. მედიკოსები ამბობენ, რომ უსამართლობის წინააღმეგ ბრძოლა მათ მოიგეს, რადგან ის, რასაც თეების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ნგრევის არგუმენტები, სიმართლე აღმოჩნდა.
ჩვენ ჩვენს არგუმენტებში ვიყავით აბსოლუტურად დარწმუნებული, მათ შორის, გვქონდა ხელში ექსპერტიზის დაკსვნები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მზიდი კონსტრუქციები იყო მყარი. თქვა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება რადგანა რის, რომ რესპუბლიკურმა საავადმყოფომ გააგრძელოს იმავე ადგილზე ფუნქციონირება, სანამ შენედბა ახალი კორპუსი. მანამდე მოხდება ამ შენობის გარდამავალ პერიოდში მოდერნიზება, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები გამოსწორდეს და აკრედიტაციის პირობებს მივუახლოვდეთ, - ამბობს ნინო ოთარიშვილი.
რესპუბლიკურის ქირურგი მალხაზ გოგუა ამბობს, რომ ბრძოლა არავის წინააღმდეგ არ იყო და ის მოხოლოდ ქვეყნის საკეთილდღეოდ იყო მიმართული.
იყო, რა თქმა უნდა, გარკვეული პრესის ნიშნები. ჩვენ არ ვიბრძვით ვიღაცის წინააღმდეგ, ჩვენ ვიბრძით ქვეყნის საკეთილდღეოდ, ამიტომ ჩვენ არ ვთვლით, რომ ვიღაცას რაღაც ბრძოლა მოვუგეთ. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ მიღებული იქნა ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება, - ამბობს ქირურგი მალხაზ გოგუა.
გუშინ ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის მინისტრი, ფაქტობრივად, ტყუილში ამხილა და განაცხადა, რომ მზიდი კონსტრუქციები არ არის მერყევი. კობახიძემ, პრაქტიკულად, ღიარა, რომ რესპუბლიკურის გადაცემა ინვესტორისთვის კომერციული მიზნით იგეგმებოდა. პროცესები ასეთი სცენარით განვითარდება: შენობა მუშაობას გააგრძელებს იქამდე, ვიდრე საავადმყოფოს ახალი შენობა არ აშენდება.