როგორ გაიმეტა სამზარეულოს დანით მამა მოსაკლავად - ბრალდებულის წინააღმეგ ჩვენება მისმა არასწრულწლოვანმა დამ მისცა
საზარელი მკვლელობა გლდანში - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია. ირკვევა, რომ 25 წლის კაცი არასრწულოვანი დის ჩვენების საფუძველზე დააპატიმრეს. მკვლელობის ერთადერთმა თვითმხილველმა გამოზიებას უთხრა, როგორ მოკლა მისმა უფროსმა ძამამ მამა სამზარეულოს დანით.
12 წლის გოგონა გამომძიებლებს უყვება, რომ ძმამ მამა დილის 9 საათზე სამზარეულოს დანით მხრის არეში დაჭრა. არასწრულოვანის ჩვენებსი თანახმად, მას შემდეგ რაც დანა გატყდა მისი ძმა დაბრუნდა სამზარეულოში სხვა დანის ასაღებად, თუმცა გოგონამ ხელი შეუშალა. დაჭრილი კაცი სასწრაფოს მისვლამდე საძნებელში იყო და კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარაიცვალა.
ბრალდებულის წინააღმდეგ გამოკითხვის ოქმი ერთადერთი მტკიცებულებაა. დაკავებულის ადვოკატი აღნიშნული ჩვენების ბათილად ცნობას მოითხოვს. ინტერესების დამცველი დღავანდელ პროცესზე ნიკა გამხიტაშვილის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და ბრალდებული წინასწარ პატიმრობაშ გაუშვა.
ვფიქრობ, რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ და რა თქმა უნდა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჩვენ გავასაჩივრებთ სააპელაციო წესით როგორც აღკვეთ ღონისძიებასთან მიმართებაში, ასევე ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერას აუცილებლად გავასაჩივრებთ. ფსიქიატრიული ექსპერტიზა აუცილებლად უნდა ჩატარდეს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, - ამბობს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ გლდანში შვილმა მამა სამზარეულოს დანით მოკლა. 49 წლის კაცი სისხლისგან დაიცალა და ადგილზე გარდაიცვალა. უმძიმეს ამბავს ერთადერთი მოწმე ჰყავს - მოკლულის უმცროსი შვილი, არასწრულოვანი ბავშვი.