ევროპისკენ მიმავალ გზაზე აშშ საქართველოს გვერდითაა - აშშ-ს საელჩო

25.02.24 14:01
ევროპისკენ მიმავალ გზაზე აშშ საქართველოს გვერდითაა - აშშ-ს საელჩო

აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული, -  საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით აშშ-ს სალეჩო განცხადებას ავრცელებს. დიპლომატიურო უწყება წერს, რომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე აშშ საქართელოს გვერდითაა. 

ამ ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ მათ, ვინც საბჭოთა ოკუპაციას შეეწირა. 
აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული. 
საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე შეერთებული შტატები თქვენ გვერდითაა, - ნათქვამია განცხადებაში. 

საბჭოთა ოკუპაციის დღიდან 103 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის დანაყოფებმა თბილისი აიღეს და ქვეყანაში კომუნისტური მმართველობა დამყარდა, ჩამოყალიბდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. თავისუფლებისათვის ბრძოლას კოჯორსა და ტაბახმელის მისადგომებთან არაერთი იუნკერი შეეწირა.

25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ 70  წელი გასტანა.

 

მსგავსი სიახლეები