რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების ახალი გეგმა - ექსპერტები პროექტის მინუსებზე საუბრობენ
სახელმწიფო რესურსების არაეფექტური ხარჯვა - ასე აფასებენ ექიმები იმ პროცესს, რომელიც ახლა რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით იწყება. ხელისუფლება მუშაობას ალტერნატიულ პროექტზე იწყებს ანუ გეგმავს, ახალი საავადმყოფო მოქმედი კლინიკის უკანა ტერიტორიაზე განათავსოს. რაც შეხეება ძველ ნაგებობას, მას კომერციული მიზნებისთვის გამოიყენებენ. არადა, რესპუბლიკურის რეაბილიტაციისთვის რამდენიმე მლნ უკვე დაიხარჯა.
ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ გეგმაში ბევრი დეტალია დასაზუსტებელი. სპეციალისტებს აინტერესებთ, კონკრეტულად რა ბედი ეწევა ტერიტორიის წინა მხარეს და რა აშენდება იქ.
თავად პროექტი აბსოლუტურად გაუგებარია, ან რა მოცულობის პროექტია ან რას ჰქვია საინვესტიციო ფონდი ან როგორ იქნება მისი მართვა. შეიძლება რესპუბლიკურ საავადმყოფოს ოდესმე ეღირსოს ნორმალური ინფრასტრუქტურა, მაგრამ მმართის ამ მოდელის პირობებში, რომელიც ძალიან ბიუროკრატიულია და ძირითადად, პოლიტიკურ კონიუქტურას არის დაქვემდებარებული, ამ საავადმყოფოს პერსპექტივა, სამწუხაროდ, ძალიან სათიაოა, - ამბობს ვახტანგ კალოიანი.
ჯანდაცვის ექსპერტი ვახტანგ სურგულაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრი არაერთხელ ტყუილშია მხილებული და მიზანშენოწილი იქნებოდა, რომ მან თანამდებობა დატოვოს.
ჯანდაცვის მინისტრი გვეუბნებოდა, რომ შენობა მდგარდი არ არის, აუცილებლად უნდა დაინგრეს და პრაქტიკულად, ხვალიდან, 26 რიცხვიდან პაციენტების მიღება აღარ იწარმოებდა. მაშინ რა მოხდა ისეთი, რომ 180 გრადუსით შეიცვალა ყველაფერი. რასაც ვამბობდით, რომ მანდ გათვალისწინებულია დეველოპერების შეშვება და რაზეც ჯანდაცვის სამინისტრო იძახდა, რომ "გამორიცხულია", აღმოჩნდა, რომ მართლა მასე ყოფილა. ამდენი ტყულების შემედგ ადმაიანს პატივმოყვარეობა უნდა ჰქონდეს და უნდა გადადგეს, - მაბობს ვატო სურგულაძე.