სოფელი ბრეძი ტრაგედიას გადაურჩა - საჯარო სკოლას ქარმა სახურავი მოგლიჯა
ქარელში, სოფელ ბრეძის საჯარო სკოლა სახურავის გარეშეა დარჩენილი. ისედაც ავარიული შენობა ძლიერმა ქარმა უფრო დააზიანა. რკინის კონსტრუქცია ახლაც ეზოშია. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელი დიდ ტრაგედიას გადაურჩა, რადგან იმ დღეს, როცა სახურავი ქარმა წაიღო, სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო. შემთხვევის დროს შენობაშ მხოლოდ დარაჯი იყო, რომელიც უბედურ შემთხვევას სასწაულებრივად გადაურჩა. 31 მოსწავლე ახლა მეზობელი სკოლის შენობაშია გადანაწილებული.
ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.
კიდევ კარგი, ბავშვები არ იყვნენ. ყარაული იყო და იმან უთხრა, რომ გააფრთხილეთ ბავშვები, არ მოვიდნენ. ღამე მოხდა ეს ამბავი. როდის გაიხსნება არ ვიცით. თითქოს აპირებდნენ გაკეთებას, - ამბობს ადგილობრივი.
კიდევ ერთი ადგილობრივი "პირველებთან" ყვება, რომ ქარმა სკოლის გარდა საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა.
ქარმა დააზარალა სკოლაც, შენობებიც, სახლებიც... ღობე საერთოდ აღარ მაქვს. სახურავი გადახადა, ღობე წააქცია და აბა, რა ვიცი..., - ამბობს მოქალაქე.