"ლაზარეს 12 მსაჯული" - რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდის საქმის მასალებზე დაყრდნობით დღეს ფილმის პრემიერა შედგება

25.02.24 17:35
"ლაზარეს 12 მსაჯული" -  რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდის საქმის მასალებზე დაყრდნობით დღეს ფილმის პრემიერა შედგება

ლაზარეს საქმის მასალებზე დაყრდნობით გადაღებული ფილმი - მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეულ ახალგაზრდაზე და მის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნაზე "ევროპულმა საქართველომ" ფილმი მოამზადა. "ლაზარეს 12 მსაჯულის" პრემიერა დღეს 19:00 საათზე კლუბ "ხიდში" მოეწყობა. 

როგორც ავტორები ამბობენ, ეს სასამართლო დრამაა. რუსული კანონის მოწინააღმდეგის საქმის ამერიკის მიერ სანქცირებული კლანი განიხილავს.

გიგა ბოკერიას პარტიაში მიაჩნიათ, რმო ამ ერთი კონკრეტული ამბით საზოგადოება გაიგებს, როგორია დღეს სასამართლო, როგორ მუშაობს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და რამდენად აუცილებელია მისი გაფართოება.

ფილმი "ლაზარეს 12 მსაჯული" ტელეპრემიერმა კი "ტვ პირველზე" ღამის 22:00 საათძე შედგება. 

მსგავსი სიახლეები