პროტესტის შედეგი თუ ექიმების გულის მოგება წინასაარჩევნოდ? - რესპუბლიკური საავადმყოფო მუშაობას განაგრძობს
წინასაარჩევნოდ ექიმების გულის მოგება თუ პროტესტის შედეგი? - ღარიბაშვილის მეგობარი მინისტრის ყველა გეგმა ირაკლი კობახიძემ გააჩერა. რესპუბლიკური საავადმყოფო მუშაობას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე ახალი შენობა არ აშენდება. ეს ნიშნავს იმას, რომ შეწყდა რეორგანიზაციის პროცესიც. უმუშევრად დარჩენა ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულების არცერთ თანამშრომელს არ ემუქრება.
რას იზამს ზურაბბ აზარაშვილი? პრემიერ-მინისტრის ამ ნაბიჯიის შემდეგ ისევ ხედავს თუ არა თავს მთავრობის კაბინეტში, რადგან კობახიძემ მისი სრული ლუსტრაცია მოახდინა. გამოაჩინა, რომ ჯანდაცვის მინისტრი იტყუებოდა მაშინაც, როცა ამტკციებდა, რომ რესბუბლიკურის შენობა ავარიული იყო და მაშინაც, როცა კომერციული მიზნებისთვის კლინიკის ტერიტორიის გამოყენებას უარფოფდა.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.