როგორ გაიცემა დედაქალაქში სამშენებლო ნებართვები გარიგებით? - ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს

25.02.24 20:17
როგორ გაიცემა დედაქალაქში სამშენებლო ნებართვები გარიგებით? - ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს

 

 

როგორ გაიცემა დედაქალაქში სამშენებლო ნებართვები გარიგებით? შაბათის ეთერის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ მმართველი პარტიიდან ერთადერთი ვინც "ტვ პირველთან" გამოჩნდა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეა. გიორგი ტყემალაძემ პასუხისმგბელობა სრულად მოიხსნა. "ოცნების" წევრი აცხადებს, რომ საერთოდ არ იცის, ვინ არის კალაძის შტაბის უფროსი, რომელიც დოკუმენტების მიხედვით სამშენებლო ბიზნესშია ჩართული.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ავთანდილ თევზაძის საშუალებით მერიაში არა მხოლოდ სამშენებლო ნებართვების მოპოვება ან დარღვევით აშენებულის დაკანონება ხდება, არამედ კოეფიციენტების ზრდაცაა შესაძლებელი ანუ იმაზე დიდი კორპუსების აშენება, ვიდრე თბილისის გენერალური გეგმა ითვალისწინებს.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები