"გალერეა თბილისში" ევაკუაცია ერთ-ერთ ობიექტზე არსებული დაკვამლიანების გამო გამოცხადდა - მომხმარებლები შენობაში შეუშვეს
"გალერეა თბილისში" აცხადებენ, რომ ევაკუაცია ერთ-ერთ ობიექტზე არსებული დაკვამლიანების გამო გამოცხადდა. მათივე ინფორმაციით, ინციდენტი აღმოფხვრილია, უსაფრთხოების ნორმები მწყობრშია და მომხმარებლებს შენობაში დაბრუნების უფლებაც მისცეს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "გალერია თბილისში" ევაკუაცია გამოცხადდა.