გორში მატარებელი ქვეითს დაეჯახა - კაცი ადგილზე გარდაიცვალა

26.02.24 19:13
გორში მატარებელი ქვეითს დაეჯახა - კაცი ადგილზე გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა გორის შემოსასვლელთან - რამდენიმე წუთის წინ,  ფოთი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელი მამაკაცს დაეჯახა. 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ერთ-ერთი ვერსიით, კაცი ლიანდაგებზე არაფხიზელ მდგომარეობაში გადადიოდა. ამ დროისთვის მატარებლების მოძრაობა შეფერხებულია. 

როგორც TVPIRVELI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით ((რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიმდინარეობს.

 

მსგავსი სიახლეები