ნარკომოვაჭრეების დაუმარცხებელი სისტემა - გომელაურის უწყება "ჯადოსნურ ჯოხს" ეძებს

26.02.24 20:14
ნარკომოვაჭრეების დაუმარცხებელი სისტემა -  გომელაურის უწყება "ჯადოსნურ  ჯოხს" ეძებს

ნარკორეალიზატორების დაუმარცხებელი სისტემა - შს მინისტრის მოადგილემ დღეს ფაქტობრივად აღიარა, რომ  ჩატარებული სპეცოპერაციები ე.წ. გარიგების წინააღმდეგ ეფექტური ვერ აღმოჩნდა. დარახველიძე  ამბობს, რომ  ნარკომაფიის სქემის  ფიგურანტების დასაკავებლად უწყებას მტკიცებულებების შეგროვება უჭირს, რის გამოც მაღალჩინოსანი  დახმარებას ხალხს სთხოვს. "ჩვენ არ გვაქვს ჯადოსნური ჯოხი, რომ პრობლემა ერთიანად მოვაგვაროთ" - უთხრა დღეს გომელაურის მოადგილემ  "პირველების" რეპორტიორს.  

ვიდრე შს სამინისტროში ჯადოსნურ  ჯოხს ეძებენ, ნარკოტიკების რეალიზაცია  ტელეგრამ არხების საშუალებით ამ დრომდე უპრობლემოდ მიმდინარეობს.  სავარაუდოდ მკვლელი ნარკოტიკის ე.წ. ზედოზირებას კიდევ  ერთი ახალგაზრდას სიცოცხლე შეეწირა.  ამ ფონზე შს სამინისტრო ნარკოპოლიტიკის შემსუბუქებას იწყებს პოლიტიკოსების მიმართ.  ნარკოლოგიური ტესტის ჩაბარება აღარ მოუწევს მაღალი თანამდებობის არცერთ პირს. უქმდება ხუთი ათას ლარიანი ჯარიმაც. 

  მარიამ მაკასარაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები